სემეკის თანამშრომლებისთვის ტრენინგი - „ლიდერობა და კომუნიკაცია“ გაიმართა
28 ოქტომბერი, 2025საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზებას აგრძელებს.
სემეკის მენეჯერული რგოლის 30-მა თანამშრომელმა ორდღიანი ტრენინგი გაიარა ლიდერობისა და კომუნიკაციის მიმართულებით. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ემოციების მართვის, შიდა და გარე კომუნიკაციისა და მოტივაციის განვითარების საკითხებს.
ტრენინგი მოიცავდა თეორიულ მასალას და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მათ შორის, როლურ თამაშებს, რაც მონაწილეებს რეალურ სიტუაციებში ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური თანამშრომლობის უნარების გაძლიერების საშუალებას აძლევდა.
ტრენინგს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მოწვეული ტრენერი - ფსიქოლოგი და კომუნიკაციური უნარების მართვის სპეციალისტი ზურაბ მხეიძე უძღვებოდა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი გეგმავს სემეკის თანამშრომლების სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადებას, რაც ხელს შეუწყობს ეფექტური ორგანიზაციული და მენეჯერული უნარების შემდგომ განვითარებას.