სემეკის თანამშრომლებისთვის „ურთიერთობების ფსიქოლოგიაზე“ ლექცია გაიმართა
22 ივნისი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა კორპორაციული თანამშრომლობის ფარგლებში სემეკის თანამშრომლებისთვის ლექცია - „ურთიერთობების ფსიქოლოგია“ გამართა.
ლექციას სემეკის წევრები და სხვადასხვა წამყვანი დეპარტამენტის 36 თანამშრომელი ესწრებოდა.
ლექციას ფსიქოლოგი და კომუნიკაციური უნარების მართვის ტრენერი ზურაბ მხეიძე უძღვებოდა. ლექციის თემები იყო აუდიტორიასთან ურთიერთობა/საჯარო გამოსვლები, ლიდერის პოზიციონირების სტრატეგია, ლიდერის/მენეჯერის ურთიერთობა თანამშრომლებთან, მედიასთან ურთიერთობა. ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მსმენელები აქტიურად იყვნენ ჩართული თემების მიმოხილვაში.