სერტიფიცირების პროგრამა დაიწყო

09 ოქტომბერი, 2018

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის აუდიტორთა მორიგი სასერტიფიკაციო, საშემოდგომო პროგრამა დაიწყო.

საჯარო სექტორის სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს შემდეგ სალექციო კურსს: ფინანსური აუდიტი; შესაბამისობის აუდიტი; ეფექტიანობის აუდიტი; საბიუჯეტო კოდექსი; საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება.

სასწავლო კურსი 3 თვეს გაგრძელდება და  დაყოფილია ორ ეტაპად - სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა.

სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5-წლიანი სერტიფიკატი.

საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლებაა.

სერტიფიცირების პროგრამა დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია