სერტიფიცირების საგაზაფხულო კურსი დასრულდა
03 ივლისი, 2025საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების საგაზაფხულო კურსი დაასრულა, რომელიც მარტი-ივნისის თვეების პერიოდში ჩატარდა.
სამთვიანი კურსი სულ 18-მა პირმა გაიარა, საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სერტიფიკატი, შესაბამისი გამოცდის შემდეგ, ოთხმა კურსდამთავრებულმა მოიპოვა.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკატო პროგრამაზე მიღებას წელიწადში ორჯერ აცხადებს. საჯარო სექტორში აუდიტორულ პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორები უძღვებიან.
სასწავლო პროგრამა საბიუჯეტო კანონმდებლობას, ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სექტორში, ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების წარმოების მოდულებს მოიცავს.
საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკატო პროგრამა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლებაა, რომელსაც 2013 წლიდან ატარებს. 2015 წლიდან დღემდე საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი 390 კურსდამთავრებულს აქვს მოპოვებული.
