სოფიკო ლაცაბიძე

სოფიკო ლაცაბიძე
სოფიკო ლაცაბიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრეინინგკურსს - ქოუჩინგი და პიროვნული განვითარება საჯარო სექტორში.
სოფიკო ლაცაბიძე 2023 წლიდან არის საკონსულტაციო - ქოუჩინგური კომპანია OKAYENSS - ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
სოფიკოს სხვადასხავა საფინანსო, საბანკო და საჯარო სექტორში წამყვან პოზიციებზე 17 + წლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის 2011- 2016 წლებში იკავებდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წამყვანი აუდიტორის პოზიციას და ხელმძღვანელობდა ეფექტიანობის აუდიტის საპილოტე პროგრამებს საერთაშორისო პარტნიორებთან (GIZ - Deutschen Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit; SNAO) ერთად. 2021 წლიდან იყო საერთაშორისო სასწავლო ორგანიზაცია Erickson Coaching International საქართველოს წარმომადგენლობის კომერციული დირექტორი და ქოუჩინგის სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი. აქვს საერთაშორისო ორგანიზაცია USAID -ის მიერ განხორციელებულ პროექტებში ტრენერის 5 წლიანი გამოცდილება.
სოფიკო ლაცაბიძე 2023 წლიდან კითხულობს ლექციებს - ქოუჩინგი ორგანიზაციულ მართვაში - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის რანგში.
სოფიკო ლაცაბიძე ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების (MBA) მაგისტრის ხარისხს. არის Erickson Coaching International - ის სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი (ECPC), მაღალეფექტური გუნდური ქოუჩინგის სერტიფიცირებული ქოუჩი და ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) წევრი.