სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი პრაქტიკების გაზიარება PR სპეციალისტებისთვის

22 მაისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისის ტრენინგცენტრში ქუთაისის მერიის თანამშრომლებისათვის სტრატეგიული კომუნიკაციის ტრენინგი ჩაატარა.  

ეფექტიანი კომუნიკაციის გამოცდილების გაზიარების ტრენინგს ქუთაისის საკრებულოს, მერიის და მერიის ა(ა)იპ-ების მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების სამსახურების 18 თანამშრომელი ესწრებოდა. 

პროგრამა მოიცავდა სტრატეგიულ დაგეგმვასა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული მექანიზმების და ამ პროცესში სხვადასხვა პლატფორმების გამოყენების შესაძლებლობლების გაცნობას. 

პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების კურსს უძღვებოდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი, სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი ირმა ლორია. 

სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი პრაქტიკების გაზიარება PR სპეციალისტებისთვის
სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი პრაქტიკების გაზიარება PR სპეციალისტებისთვის
სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი პრაქტიკების გაზიარება PR სპეციალისტებისთვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია