ტრენინგის „სისტემური აუდიტი“ მორიგი ნაკადის სწავლება დასრულდა
19 დეკემბერი, 2025საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დაასრულა ტრენინგკურსის - „სისტემური აუდიტი“ მორიგი ნაკადის სწავლება.
ტრენინგის მონაწილეები ხუთი შეხვედრის განმავლობაში გაეცნენ სისტემური აუდიტის განხორციელების მეთოდებს, მიდგომებს, შერჩევის ტექნიკებსა და ტესტირების სტრატეგიებს. ასევე განიხილეს შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების რელევანტური მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია აუდიტის დაგეგმვასა და განხორციელებასთან, აუდიტის ეტაპების მიხედვით.
სასწავლო კურსს სხვადასხვა უწყების თანამშრომლები ესწრებოდნენ. კერძოდ, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სსიპ ევრაზიის სტრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, ონის მუნიციპალიტეტის მერიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.
ტრენინგს გურამ დუმბაძე უძღვებოდა. მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორულ პოზიციებზე მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს, ამჟამად კი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსია.