ტრენინგი „თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმები“ დასრულდა

29 ივნისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) თანამშრომლობის ფარგლებში კვლავ განაგრძობს სხვადასხვა თემატური და პროფესიული ტრენინგის ორგანიზებას.

ამჯერად სემეკის 25 თანამშრომელი „თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმების“ ტრენინკურსს დაესწრო.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელები რამდენიმე აქტუალურ საკითხს და მასთან დაკავშირებულ მიდგომებსა და კანონმდებლობას გაეცნენ, მათ შორის: თანასწორობა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სტერეოტიპები, წინასწარგანწყობები, დისკრიმინაციული ქცევის მექანიზმები და სოციალური ასპექტები, დისკრიმინაციის ფორმები კანონმდებლობაში.

ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში მსმენელებმა თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ მაგალითებსა და კაზუსებზე იმსჯელეს. მაგალითები, ძირითადად, სასამართლო პრაქტიკიდან იყო აღებული და ყველაზე აქტუალურ საკითხებს მოიცავდა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, სქესის, ეთნიკური/ეროვნული უმცირესობისადმი მიკუთვნებლობის  საფუძველზე არსებული დისკრიმინაციული შემთხვევები და მათი სამართალწარმოება.

დისტანციური ტრენინგკურსი „თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმები“ მიმდინარე წელს პირველად  გაიმართა. მას უძღვებოდა ანა არგანაშვილი-არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ადამიანის უფლებათა ადვოკატირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ტრენინგი „თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმები“ დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია