ტრენინგი ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საჯარო მოხელეებისთვის
10 ივნისი, 2025მაისში ტრენინგკურსი - „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ - სხვადასხვა უწყების 21-მა საჯარო მოხელემ დაასრულა.
კურსის ფარგლებში მსმენელები საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს გაეცნენ. სასწავლო მასალა შედგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ აუდიტებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების მიხედვით. მასში გათვალისწინებულია როგორც თეორიული ნაწილი, ასევე პრაქტიკული მაგალითებიც როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი უწყებების მუშაობიდან.
მოდულს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა.
