ტრენინგი ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საჯარო მოხელეებისთვის

29 ივნისი, 2024

სასწავლო კურსის - „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“- მორიგი ნაკადის ტრენინგები დასრულდა. ივნისში კურსი ორმა ჯგუფმა გაიარა და მას სხვადასხვა უწყების 32 საჯარო მოხელე ესწრებოდა.

კურსის ფარგლებში მსმენელები საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს გაეცნენ. სასწავლო მასალა შედგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ აუდიტებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების მიხედვით. მასში გათვალისწინებულია როგორც თეორიული ნაწილი, ასევე პრაქტიკული მაგალითებიც როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი უწყებების მუშაობიდან.

მოდულს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა.  

ტრენინგკურსი წელს ოთხ ნაკადად ჩატარდა და ის 66-მა საჯარო მოხელემ გაიარა. 

 ტრენინგი ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საჯარო მოხელეებისთვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია