ტრენინგი „მონაცემთა ვიზუალიზაცია“ ცხრა საჯარო მოხელემ გაიარა
17 ივლისი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგ კურსი „მონაცემთა ვიზუალიზაცია“ დაასრულა.
ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და მას ფოთის მუნციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის მიზანია მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა. დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ტექნიკებით, მათ შორის: ურთიერთკავშირების, გამონაკლისების იდენტიფიცირების დიაგრამების, ინფოგრაფიკების და სხვა ტიპის ვიზუალების საშუალებით.
ტრენინგის სასწავლო მასალა სამუშაო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და საშუალებას იძლევა ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდების შესახებ ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების.
კურსს უძღვებოდა გიორგი ჩაკვეტაძე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც ამჟამად „EPAM systems-ის“ წამყვანი BI ანალიტიკოსია.