ტრენინგი „მონაცემთა ვიზუალიზაცია“ ცხრა საჯარო მოხელემ გაიარა
16 ივლისი, 2024„მონაცემთა ვიზუალიზაციის“ ორკვირიანი ტრენინგკურსი, რომელიც დისტაციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, დასრულდა. მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საჯარო სამსახურის ბიუროს, კომუნიკაციების კომისიის, ფოთისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის მიზანია მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა. მსმენელები ეცნობიან დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას სხვადასხვა ტექნიკით, მათ შორის: ურთიერთკავშირების, გამონაკლისების იდენტიფიცირების დიაგრამების, ინფოგრაფიკების და სხვა ტიპის ვიზუალების საშუალებით.
ტრენინგის სასწავლო მასალა სამუშაო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და ვიზუალიზაციის თანამედროვე პრაქტიკის გაზიარებით ახალი პროდუქტების შექმნის საშუალებას იძლევა.
კურსს უძღვებოდა გიორგი ჩაკვეტაძე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც ამჟამად „EPAM systems-ის“ წამყვანი BI ანალიტიკოსია.
