ტრენინგი „ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება“ დასრულდა
22 ივლისი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალი სასწავლო კურსი - „ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება“ დაასრულა.
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელები გაეცნონ საჯარო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების ეფექტიანობის შეფასების სხვადასხვა მეთოდს, ორგანიზაციული პროცესების ანალიზს და პროექტების ეფექტიანად განხორციელების სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის საქმიანობაში არსებული სისუსტეების/ნაკლოვანებების გამოვლენასა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას.
ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში, 11 მსმენელის ჩართულობით, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მსმენელები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ადმინისტრაციული, ეკონომიკური და შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ, რომელთა კომპეტენციაში შედის სამსახურის საქმიანობის შეფასება-ანალიზი, ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და შედეგების გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავება.
კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანი აუდიტორი სესილი ტაბატაძე უძღვებოდა.