ტრენინგი „ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება“ დასრულდა

07 ივლისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სასწავლო კურსი - „ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება“ დაასრულა.

ტრენინგი ჰიბრიდულ რეჟიმში, 11 მონაწილის ჩართულობით, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მსმენელები სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უწყების ადმინისტრაციული, ეკონომიკური და შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ, რომელთა კომპეტენციაში შედის სამსახურის საქმიანობის შეფასება-ანალიზი, ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და შედეგების გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავება.

სასწავლო კურსის მიზანია მსმენელები გაეცნონ საჯარო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების ეფექტიანობის შეფასების სხვადასხვა მეთოდს, ორგანიზაციული პროცესების ანალიზს და პროექტების ეფექტიანად განხორციელების სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის საქმიანობაში არსებული სისუსტეების/ნაკლოვანებების გამოვლენასა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას.

კურსს უძღვებოდა სესილი ტაბატაძე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი აუდიტორი, რომელიც ამჟამად სსიპ "აწარმოე საქართველოში" საკონსულტაციო ცენტრების განვითარების მენეჯერია.

 ტრენინგი „ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება“ დასრულდა
 ტრენინგი „ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება“ დასრულდა
 ტრენინგი „ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება“ დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია