ტრენინგი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლები“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის
01 ნოემბერი, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“(NCDC) თანამშრომლებისთვის, ასევე NCDC-ს პარტნიორ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლების“ ტრენინგკურსი ჩატარდა.
ორდღიანი ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანი და მნიშვნელობა, პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავება, მონაცემთა სუბიექტის უფლებები და მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო.
ტრენინგს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ექსპერტი ნინო ცაგარეიშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულების იურისტი გვანცა გაბაიძე უძღვებოდნენ, რომელთაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ NCDC-ის წარმომადგენელთა მიერ დასმულ ყველა აქტუალურ კითხვას ინტერაქტიულ რეჟიმში, ამომწურავად უპასუხეს.
ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ 23 მსემენელს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.