ტრენინგი - „სამართლებრივი წერა“ 10-მა საჯარო მოხელემ გაიარა
05 ივნისი, 2025საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა კორპორატიული თანამშრომლობის ფარგლებში რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის ტრენინგკურსი - „სამართლებრივი წერა“ დაასრულა.
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებისათვის სამართლებრივი წერის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, მათ შორის იურიდიული დოკუმენტების სტრუქტურისა და არგუმენტირებული სამართლებრივი მსჯელობის ჩამოყალიბების პრინციპების გაცნობა, რათა მათ შეძლონ იურიდიული ტექსტების მომზადება პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ტრენინგის განმავლობაში მსმენელები დეტალურად გაეცნენ სუბსუმციის მეთოდის გამოყენების პრაქტიკას, იურიდიული დასკვნის შედგენის ეტაპებს, სამართლებრივი ჰიპოთეზის ჩამოყალიბებისა და შესაბამისი ნორმების განსაზღვრის პროცესს. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გადაწყვეტილებების სტილსა და სამართლებრივი დასკვნების არგუმენტირებულად წარდგენის უნარის გაძლიერებას.
ტრენინგი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას რუსთავის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის 10 თანამშრომელი ესწრეობდა.
ტრენინგს ეთერ ჩაჩანიძე უძღვებოდა, რომელსაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტში ტრენერობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.