ტრენინგი - სახელმწიფო შესყიდვები
20 მაისი, 2016სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ტრენინგ-კურსზე: - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
კურსი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ზოგად მიმოხილვასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების გამოვლენის მეთოდიკის სწავლებას, ასევე პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას ამ მიმართულებით.
აღნიშნული კურსი განკუთვნილია: შიდა აუდიტორებისათვისა და საჯარო ფინანსების სფეროში დასაქმებული პირებისათვის.
პროგრამის აღწერა:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი;
- ელექტრონული შესყიდვების მონიტორინგის მიზანი;
- ინფორმაციის მოპოვების საშულებებიდა რისკების ინდეტიფიცირება;
- მაღალფასიანი შესყიდვების შერჩევა, როგორც მაღალი რისკის მატარებელი შესყიდვები;
- სატენდერო პროცედურების შეწყვეტა;
- ხელოვნურად ჩაშლილი ტენდერები;
- დისკვალიფიკაციის უფლების ბოროტად გამოყენება;
- არაკონკურენტულ გარემოში განხორციელებული ტენდერები;
- გარიგება კომპანიებს შორის;
- დაკავშირებული მხარეები;
- გამარტივებული შესყიდვების რისკი შესყიდვების განხორციელებისას;
- ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების რისკი;
- მონიტორინგის შეგედების ანგარიშგება.
სრული კურსის ხანგრძლივობა: 13 ივნისიდან - 29 ივნისის ჩათვლით
სწავლების გრაფიკი: გთხოვთ იხილოთ განრიგი
ადგილმდებარეობა: თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი #96 (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენობა)
ტრენერი: ზურაბ მაისურაძე
კურსისღირებულება: 280 ლარი
რეგისტრაციის თარიღებია: 2016 წლის 19 მაისიდან -13 ივნისის ჩათვლით
სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად გადმოაგზავნეთ პირადობის მოწმობის ასლი ( ან პასპორტის ასლი) და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - sai@sao.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 599 340436