ტრენინგი - „სისტემური აუდიტი“  20-მა საჯარო მოხელემ გაიარა

27 მაისი, 2025

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დაასრულა ტრენინგკურსის - „სისტემური აუდიტი“ პირველი ნაკადის სწავლება.

ტრენინგი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სახლის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, თბილისის, ოზურგეთის, ქუთაისის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სასწავლო კურსის მიზანია, აუდიტორებს მიაწოდოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სისტემური აუდიტის თითოეული ეტაპის შესახებ, რათა მათ შეძლონ აუდიტის სრული ციკლის ეფექტურად მართვა. ტრენინგის პროცესში მსმენელები გაეცნენ სისტემური აუდიტის განხორციელების მეთოდებს, მიდგომებს, შერჩევის ტექნიკებსა და ტესტირების სტრატეგიებს. გარდა ამისა, განიხილეს შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების რელევანტური მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია აუდიტის დაგეგმვასა და განხორციელებასთან, აუდიტის ეტაპების მიხედვით.

ტრენინგს გურამ დუმბაძე უძღვებოდა. მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორულ პოზიციებზე მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს, ამჟამად კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსია.

 ტრენინგი - „სისტემური აუდიტი“  20-მა საჯარო მოხელემ გაიარა
© 2019 ყველა უფლება დაცულია