ტრენინგი „სტრატეგიული დაგეგმვა" 14-მა საჯარო მოხელემ გაიარა
10 მაისი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსის - „სტრატეგიული დაგეგმვა სახელმწიფო უწყებებისთვის" პირველი ნაკადის სწავლება დაასრულა.
ტრენინგი სხვადასხვა საჯარო უწყების 14-მა თანამშრომელმა გაიარა, რომლებიც საჯარო ორგანიზაციების სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის და მეთოდოლოგიის შექმნისა და დანერგვის მიმართულებით მუშაობენ. კურსის მონაწილეები გაეცნენ სტრატეგიული დაგეგმვის მართვის პრინციპებს, ინსტრუმენტებს და პრაქტიკებს.
სტრატეგიული დაგეგმვა უმნიშვნელოვანესი ტექნიკაა, რომლის განხორციელებისთვის საჭირო ცოდნას ორგანიზაციის სხვადასხვა რგოლის მენეჯმენტი და სტრატეგიულ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირები უნდა ფლობდნენ.
ტრენინგი მიმდინარე წელს პირველად ჩატარდა და მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის წამყვანი ანალიტიკოსი მარიამ დანელია უძღვებოდა.
