ტრენინგკურსი „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ დასრულდა

07 ივლისი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალი კურსის „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“-  მორიგი ტრენინგი დაასრულა. ეს ერთ-ერთი ახალი სასწავლო მოდულია, რომლის საჭიროებაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების ანალიზის შედეგად გამოავლინა.

სამდღიან ტრენინგს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საჯარო სამსახურის ბიუროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვუწყებო დაწესებულება ტურიზმის და კურორტების დეპარამენტს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ცაგერისა და ხობის მუნიციპალიტეტების 22 თანამშრომელი ესწრებოდა.

სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ  საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს, მათ შორის აქტივების ფაქტობრივი აღწერის, გადახრების დადგენის და აღრიცხვა-ანგარიშგებაში აღრიცხვის წესებს.

ტრენინგკურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.

ტრენინგკურსი „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია