ტრენინგკურსი „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ დასრულდა.
09 ნოემბერი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“- ჰიბრიდული ტრენინგკურსი დაასრულა. ეს ერთ-ერთი ახალი სასწავლო მოდულია, რომლის საჭიროებაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების ანალიზის შედეგად გამოკვეთა.
ტრენინგკურსის ამ ნაკადში კი სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომლები იყვნენ ჩართული. სამდღიან ტრენინგს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილსერვის ჯგუფის, სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტების მერიების 16 თანამშრომელი ესწრებოდა.
სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს, მათ შორის აქტივების ფაქტობრივი აღწერის, გადახრების დადგენის და აღრიცხვა-ანგარიშგებაში აღრიცხვის წესებს.
ტრენინგკურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა.
ტრენინგკურსი „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ უკვე მეშვიდედ ჩატარდა.