ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა „პროექტების მართვის" ტრენინგი გაიარეს

17 მარტი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა, ქუთაისში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში მოქმედ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სასწავლო ცენტრში ქუთაისის მერიის თანამშრომლებისთვის პროექტების მართვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს 17 მონაწილე ესწრებოდა. 

სასწავლო კურსის მიზანი იყო მსმენელებისთვის, პროექტის მართვისა და კოორდინაციის საბაზისო უნარების გამომუშავება, პროექტის ფაზებისა და პროექტის შინაარსის მართვის გაცნობა, დროის მართვისა და პროექტის გეგმა გრაფიკის შემუშავებისათვის აუცილებელი უნარების გამომუშავება, მათ შორის: პროექტის მონიტორინგი და კონტროლი; პროექტის ცვლილებების მართვა; პროექტის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და კონტროლი. 

ტრენინკურსი სამ დღეს გაგრძელდა და მას PMP ტრენერი ლელა მაჩაიძე უძღვებოდა. 

ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა „პროექტების მართვის" ტრენინგი გაიარეს
ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა „პროექტების მართვის" ტრენინგი გაიარეს
ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა „პროექტების მართვის" ტრენინგი გაიარეს
© 2019 ყველა უფლება დაცულია