ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის მართვის თანამედროვე პრაქტიკების ტრენინგი ჩატარდა

21 აპრილი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მენეჯერული რგოლის 20 თანამშრომლისათვის ტრენინგურსი - „მართვის თანამედროვე პრაქტიკები“ დასრულდა.

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეების ცოდნის ამაღლება სტრატეგიული დაგეგმვის, ორგანიზების, ლიდერობის ძირითადი კონცეფციებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გზების შესახებ. ტრენინგი საშუალებას მისცემს მსმენელებს გაიაზრონ ლიდერობის არსი, განივითარონ გუნდური მუშაობის უნარები და დაეუფლონ გუნდის მართვის ტექნიკებს.

ტრენინგპროგრამა რვა სატრენინგო საათს ითვალისწინებდა. ტრენინგმოდულებს უძღვებოდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ალასანია და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური ტრენერები ანდრო დგებუაძე და ანინა ლელაძე.

ტრენინგი მოიცავდა სიტუაციური ლიდერობის თეორიულ კურსს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.  

ტრენინგკურის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის  თანამშრომლებისთვის მართვის თანამედროვე პრაქტიკების ტრენინგი ჩატარდა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის  თანამშრომლებისთვის მართვის თანამედროვე პრაქტიკების ტრენინგი ჩატარდა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის  თანამშრომლებისთვის მართვის თანამედროვე პრაქტიკების ტრენინგი ჩატარდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია