ღია კარის დღე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
07 ივნისი, 2018„საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამას“, რომელიც საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა 8 უმაღლეს სასწავლებელთან მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უერთდება.
სერტიფიცირების პროგრამის შესახებ ინფორმაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა ვახტანგ კეჟერაძემ წარუდგინეს.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, ბაკალავრის ხარისხის მქონე და მაგისტრანტ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზეა აგებული.
სერტიფიცირების პროგრამა ორ ეტაპად მიმდინარეობს- სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა.
სერტიფიცირების გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ 5 წლიან სერტიფიკატს, რომელიც მათ საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებას აძლევს.
სტუდენტებისათვის პირველი 3 თვიანი სასერტიფიკატო კურსი 1 ივნისს დაიწყო, შემდეგი კურსი კი ოქტომბერში დაიგეგმება.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბაზაზე 2011 წელს ჩამოყალიბდა. ინსტიტუტი საჯარო სექტორის აუდიტორთა პროფესიულ განვითარებასა და შესაბამისად საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
