შესაბამისობის აუდიტის ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის

11 დეკემბერი, 2025

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დაასრულა შესაბამისობის აუდიტის კურსი, რომელსაც  სხვადასხვა საჯარო უწყების შვიდი თანამშრომელი ესწრებოდა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მსმენელებისთვის შესაბამისობის აუდიტის განხორციელებისთვის საჭირო აუდიტორული პროცედურების გაცნობას. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს შესაბამისობის აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ეტაპები, ასევე განივითარეს პრაქტიკული უნარები საჯარო სექტორში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შესაბამისობის აუდიტების ჩასატარებლად.

ტრენინგი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის სამმართველოს და სსიპ-სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს სარკინიგზო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ტრენინგკურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი მაკა ჭიხორია უძღვებოდა.

შესაბამისობის აუდიტის ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია