შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან
08 ივნისი, 2018სტუდენტური პროექტის „გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები“-ს ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ.
სტუდენტები გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სტუდენტებმა უშუალოდ მათგან მოისმინეს აუდიტის სამსახურის მუშაობის სპეციფიკის, ფუნქციებისა და სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია. ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი წიწილაშვილმა სტუდენტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისათვის საინტერესო იყო ბიუჯეტის მონიტორინგის, აუდიტის სახეობებისა და აუდიტორული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებების გაცნობა.
პროექტი - "გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები", სტუდენტებში სახელმწიფო ორგანოებისადმი ინტერესის გაღრმავებას ისახავს მიზნად .
