16-მა საჯარო მოხელემ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა
06 მარტი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ მორიგი ონლაინკურსი დაასრულა.
სასწავლო კურსს ფოთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიების, პროკურატურის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 16 თანამშრომელი ესწრებოდა.
მსმენელები მთავრობის 242-ე დადგენილებით გათვალისწინებულ კომპეტენციებს გაეცნენ, რასაც ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პროგრამა მოიცავს: ეთიკა საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
მსმენელები თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ მაგალითებზეც მუშაობენ. ტრენინგკურსი რვა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოცდის შემდეგ, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.