17-მა  საჯარო მოხელემ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა.

29 ნოემბერი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ მორიგი დისტანციური კურსი დაასრულა.  

სასწავლო კურსს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის III და IV რანგის 17  საჯარო მოხელე ესწრებოდა.

მსმენელები პროგრამით განსაზღვრულ ოთხ მოდულს გაეცნენ: ეთიკა საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.

მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსს ყოველწლიურად საჯარო მოხელეთა რამდენიმე ნაკადი ამთავრებს.  ბოლო ტრენინგკურსი 17 ნოემბერს დაიწყო და 28 ნოემბერს დასრულდა. 

გამოცდის შემდეგ წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

17-მა  საჯარო მოხელემ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა.
© 2019 ყველა უფლება დაცულია