2019 წლის 7 ოქტომბრის სასერთიფიკაციო გამოცდის შედეგები

09 ოქტომბერი, 2019

სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში შექმნილმა საპრეტენზიო კომისიამ 2019 წლის 7 ოქტომბერს განიხილა 5 კანდიდატის საპრეტენზიო განაცხადები, რომელთა განხილვის შედეგად საპრეტენზიო კომისიამ მათი მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, ერთ-ერთი განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საპრეტენზიო განაცხადი ასახული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მომატებულ იქნა 1 ქულა, თუმცა მან ვერ გადალახა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი. სრულად არ დაკმაყოფილდა დარჩენილი განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადში ასახული მოთხოვნები, შესაბამისად მათ ვერ გადალახეს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი. 

ზემო აღნიშნული შედეგები საბოლოო სახით ინსტიტუტის დირექტორის მიერ დამტკიცებულ იქნა იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მოიპოვეს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება.

სერტიფიცირების საბოლოო შედეგების დამტკიცების ბრძანება

სერტიფიცირების საბოლოო შედეგების ბრძანების დანართი

 

© 2019 ყველა უფლება დაცულია