სერტიფიცირების კურსი

საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა  სერტიფიცირების კურსი არის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლება, რომელიც ანიჭებს პირს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებას.

სერტიფიცირების კურსი ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ პლატფორმის საშუალებით.

კურსის მიზანი:

  • სპეციალური წესების, ხერხებისა და იმ მეთოდების სწავლება, რომლებიც გამოიყენება აუდიტორულ საქმიანობაში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად
  • აუდიტის საკანონმდებლო ბაზის, ასს-ის შინაარსის, მოქმედების სფეროებისა და სტრუქტურის გაცნობა
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში ორიენტაციის უნარის ჩამოყალიბება
  • აუდიტორებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება

 კურსის მოდულები:

  • საბიუჯეტო კანონმდებლობა
  • საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS) 
  • ფინანსური აუდიტი
  • შესაბამისობის აუდიტი
  • ეფექტიანობის აუდიტი

მიზნობრივი ჯგუფები:

  • ყველა დაინტერესებული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი და სურს აუდიტის განხორციელების უფლების მოპოვება საჯარო სექტორში
  • სტუდენტები (მაგისტრანტები, დოქტორანტები), რომლებიც გეგმავენ კარიერის განვითარებას აუდიტის მიმართულებით
  • პირები, რომელთაც სურთ აუდიტის მეთოდოლოგიის შესწავლა და პროფესიონალი აუდიტორისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა
  • მოქმედი აუდიტორები, რომელთაც სურთ საჯარო სექტორში აუდიტის განხორციელების უფლების მოპოვება

სასწავლო კურსის სტრუქტურა და ღირებულება:

სერტიფიცირების საფასური  შედგება ორი კომპონენტისგან:

სასწავლო კურსი − 1500 ლარი;
გამოცდა − 300 ლარი.
 

შეფასების მეთოდები:
გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც სასწავლო კურსის ხუთი შუალედური გამოცდიდან, ჯამში დააგროვებენ შეფასების 30%-ს.

გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა ქულების 65%-ზე მეტის მიღება.

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5-წლიანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები:

  • სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის გადმოტვირთვა)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • რეზიუმე (CV)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ფოტოსურათი
  • კურსის საფასურის (1500 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

საბანკო რეკვიზიტები:

  • მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
  • მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
  • ბანკის კოდი: TRESGE22
  • მიმღების ანგარიში: 707727122
  • საბუთების მიღების ვადა: 27 სექტემბერი


 

© 2019 ყველა უფლება დაცულია