საჯარო აუდიტის ინსტიტუტში პროფესიული განვითარების პროგრამებს თბილისის მერიის თანამშრომლები გადიან
02 მარტი, 2020„საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საჯარო აუდიტის ინსტიტუტში სასწავლო კურსი თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის დაიწყო.
სასწავლო პროგრამაში ასევე ჩაერთვებიან თბილისის მერიის მენეჯერული რგოლის საჯარო მოხელეები, რომლებიც მენეჯერული უნარების სასწავლო კურსს გაივლიან.
სასწავლო კურსი თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის წლის განმავლობაში უწყვეტად წარიმართება და მასში პირველ ეტაპზე 11 ჯგუფი მიიღებს მონაწლეობას.
საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამები შემდეგ ტრენინგ-კურსებს მოიცავს: „ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა“, „პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა“, „მოხელის მენეჯერული უნარები“, „საჯარო სამსახურის ეთიკა", „ადმინისტრაციული წარმოება" და სხვა.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამაზე აკრედიტაცია 2019 წელს მიიღო.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტში სასწავლო კურსის პირველი მსმენელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.