PMP® გამოცდისთვის მოსამზადებელი მენტორინგ კურსი
PMP® (Project Management Professional) სერტიფიცირების მოსამზადებელი ინტენსიური კურსი განკუთვნილია პროექტის მენეჯერებისთვისა და პროექტებში აქტიურად ჩართული პირებისთვის, რომელთაც სურთ საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატის მიღება. კურსი მოიცავს 30 საათიან ინტენსიურ სწავლებას, რომელიც ფარავს PMP® გამოცდისთვის აუცილებელ ყველა ძირითად თემას. ტრენინგი დაგეხმარებათ არა მხოლოდ გამოცდისთვის მომზადებაში, არამედ აპლიკაციის შევსებისა და გამოცდის დანიშვნის პროცესშიც.