აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა
29 მაისი, 2018სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯარო სექტორის აუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამაზე (პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად - სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა).
სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5- წლიანი სერტიფიკატი.
ტრენერები:
- ფინანსური აუდიტი (ტრენერები - თორნიკე შერმადინი, ვახტანგ კეჟერაძე);
- შესაბამისობის აუდიტი (ტრენერი - ვახტანგ კეჟერაძე, თაია ცისკარაული);
- ეფექტიანობის აუდიტი (ტრენერები - ირაკლი წიწილაშვილი, გიორგი კაპანაძე);
- საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება (ტრენერი - ბესიკ ქოჩიაშვილი);
- საბიუჯეტო კოდექსი (ტრენერი - ივანე შავდათუაშვილი).
დაინტერესების შემთხვევაში სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის, მ/წ 29 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით 18:00 სთ-მდე, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სარეგისტრაციო განცხადების ფორმა
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV) ნაბეჭდი ფორმით;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;
- საკვალიფიკაციო კურსის საფასურის (1000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
შემდგომში სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის, მ/წ 24 აგვისტომდე დამატებით გთხოვთ წარმოადგინოთ:
- შესაბამისი განცხადება;
- სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები ვინც წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი. სასწავლო კურსის წარმატებით გავლისათვის საჭიროა 4 შუალედურ ტესტირებიდან თითოეულში ქულების არანაკლებ 30%-ის, ხოლო ჯამურად ოთხივე შუალედურ ტესტირებაში არანაკლებ 50% -ის დაგროვება.
სასერტიფიკაციო გამოცდის, რომელიც შედგება 60 ტესტისგან, წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა ქულების 65%-ზე მეტის მიღება.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი _ TRESGE22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 707727122
საბუთების მიღების ვადა: 2018 წლის 29 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით (სამუშაო დღეებში 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე).
საბუთების ჩაბარება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:
წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
sai@sao.ge
+(995 599) 39 07 77 ხათუნა ჩაგანავა
იხ. სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა და განრიგი ( * განრიგში მოცემულია სავარაუდო დრო. დრო შესაძლებელია შეიცვალოს მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე).