პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი

2024 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის ძირითადი მიზანია პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების დაცვა.
კანონი ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ ახალ ვალდებულებებს, რომლებიც ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორზე. კანონით გაიზარდა მონაცემთა სუბიექტის უფლებები და გაფართოვდა მათი დაცვის გარანტიები. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი ივნისიდან საჯარო დაწესებულებებსა და რიგ კერძო ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ვალდებულება დაეკისრათ. 

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, მონაცემთა სუბიექტის უფლებების ჯეროვანი დაცვის უზრუნველსაყოფად, არსებითად მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასწავლო კურსი კი დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას გაიაზრონ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების ვალდებულებების არსი და გადამზადდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციისთვის. 

გვანცა გაბაიძე

გვანცა გაბაიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს: პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი.

ნინო ცაგარეიშვილი

ნინო ცაგარეიშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი.
© 2019 ყველა უფლება დაცულია