ხარისხის კონტროლი და პროცესების მართვა
ტრენინგის მიზანია ხარისხის კონტროლისა და პროცესების განვითარების ხელშეწყობა და ეფექტური მექანიზმების მსმენელთათვის გაცნობა. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან როგორც ხარვეზებისა და პრობლემების პრევენციის თანამედროვე მეთოდოლოგიას, ისე პროცესების ოპტიმიზაციისა და სტატისტიკური კონტროლის გზებს, მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვის მეთოდებს და მათი პრეტენზიების მართვისა თუ უკუკავშირის მიღების საშუალებებს.