სტრატეგიული დაგეგმვა სახელმწიფო უწყებებისთვის
სტრატეგიული დაგეგმვა ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის ეფექტიანობას განსაზღვრავს. განსაკუთრებით მნივშენლოვანია მისი როლო საჯარო მმართველობის ეფექტური ფუნქციონირებისათვის.
სტრატეგიული დაგეგმვა ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის ეფექტიანობას განსაზღვრავს. განსაკუთრებით მნივშენლოვანია მისი როლო საჯარო მმართველობის ეფექტური ფუნქციონირებისათვის.
სტრატეგიული დაგეგმვა უმნიშვნელოვანესი ტექნიკაა, რომლის განხორციელებისთვის საჭირო ცოდნას ორგანიზაციის სხვადასხვა რგოლის მენეჯმენტი და სტრატეგიულ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირები უნდა ფლობდნენ.
ტრენინგი ხელს შეუწყობს სახელმწიფო უწყებებში სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებზე პასუსხიმსგებელი პირების საჭირო ცოდნით და ინფორმაციით უზრუნველყოფას, რაც მათივე ორგანიზაციების ეფექტიან შედეგებზე აისახება.
ტრენინგკურსის მიზანი:
მსმენელის ცოდნის და ხედვის გაფართოება ორგანიზაციების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და ამ გამოწვევების ფონზე, სტრატეგიული მართვის ინსტრუმენტის გამოყენებისთვის შესაძლო და ყველაზე ეფექტიანი გზების მოძიება. ამასთან ერთად, კურსის მონაწილეები გაეცნობიან სტრატეგიული დაგეგმვის მართვის პრინციპებს, ინსტრუმენტებს და პრაქტიკებს.
ტრენინგკურსი განკუთვნილია:
- საჯარო ორგანიზაციების სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის თანამშრომლებისთვის
- მეთოდოლოგიის შექმნის და დანერგვის მენეჯერებისთვის/სპეციალისტებისთვის
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- კურსის მსმენელებს ესმით სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობა და როლი სასურველი პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით
- მონაწილეებს აქვთ შესაბამისი ცოდნა სტრატეგიული ჩარჩოსა და ინდიკატორების შემუშავების მიმართულებით.
ტრენინგის ღირებულება: 580 ლარი