ადამიანური კაპიტალის მართვა საჯარო სამსახურში
ადამიანური კაპიტალის მართვა საკვანძოა ტალანტების ეფექტიანად მართვის და ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან/საჭიროებებთან მათი თანხვედრის პროცესში. ადამიანური კაპიტალის მართვა ხელს უწყობს ტალანტებისა და ახალი უნარების მოზიდვის, განვითარებისა და შენარჩუნების სტრატეგიების დანერგვას, დაგეგმვის, ანალიზისა და ინდიკატორებზე დაკვირვების შედეგად.
ტრენინგკურსის მიზანია:
• მსმენელისთვის ინფორმაციის გაზიარება საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის მართვის მიზნისა და ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდის პროცესში მისი როლის შესახებ;
• ტალანტების მოზიდვის, დასაქმების, შენარჩუნებისა და განვითარების სტრატეგიებისა და ინსტრუმენტების შესახებ ცოდნის გაზიარება;
• ადამიანური კაპიტალის მართვის პროცესში ადამიანური რესურსების ანალიტიკის, ეფექტიანობის საზომი ინდიკატორებისა და ტექნოლოგიური მიდგომების გაცნობა.
სამიზნე ჯგუფი:
ტრენინგკურსი განკუთვნილია საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის.
ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემდეგ საჯარო მოხელე შეძლებს:
• უკეთესად დაგეგმოს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების;
• განსაზღვროს ადამიანური რესურსების საბაზისო ინდიკატორები და გაზომოს საბაზისო HR პროცესების ეფექტიანობა;
• დაგეგმოს და გამოიყენოს მოზიდვისა და დასაქმების სტრატეგიები;
• შეიმუშაოს ტალანტების შენარჩუნებისა და განვითარების მიდგომები.
ტრენინგის ღირებულება: 490 ლარი