EXCEL UPPER INTERMEDIATE

ტრენინგი მოიცავს Excel-ის მთავარი ფუნქციებისა და ფორმულების  შესწავლას  სრული სახით  და მათ გამოყენებას კომპლექსური ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან Excel-ის პარამეტრების საკუთარი მოთხოვნების მიხედვით  რედაქტირებას. სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელმა შეძლოს ფინანსური და მენეჯერული პრობლემების გადაჭრისას, რთული და არასრული მონაცემების დამუშავების დროს,  Excel-ის ფუნქციებისა და ფორმულების ოპტიმალური გამოყენება, რაც მოიცავს: ბაზების შექმნას, ბაზების დამუშავებას, ფორმატირებას, პირობით  ფორმატირებას, ბაზების ერთმანეთთან დაკავშირებასა და უჯრებს შორის კავშირების შექმნა/რედაქტირებას. 
 

მიზნობრივი ჯგუფი:
  • პირი, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა  და სურს ცოდნის გაღრმავება
  • შეხება აქვს MS Excel-თან და სურს  პროცესის გამარტივება და დახარჯული დროის შემცირება
ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
  • Excel-ის პარამეტრების  სურვილისამებრ  რედაქტირებას
  • იმ ტიპური, კომპლექსური პრობლემების დახასიათებას, რომელთა გადაწყვეტა შეუძლია Excel-ს
  • ძირითადი მათემატიკური, სტატისტიკური, ლოგიკური, ტექსტური,  თარიღისა და დროის, ძებნა/დაკავშირების და სივრცითი ფორმულების გამოყენებას
  • მონაცემთა ბაზების შექმნას, რედაქტირებას, მოწესრიგებასა და მათზე სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებას
  • რაოდენობრივი ინფორმაციის დამუშავებას და დიაგრამების, გრაფიკების, საშუალებით შედეგების ინტერპრეტირებას პროგრამა Excel–ის საშუალებით
  • Excel-ის საშუალებით აგებულ გადაწყვეტილებათა ხის საფუძველზე ალტერნატივების კრიტიკული ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებას
  • არასტანდარტული დავალებების დროს სივრცითი ფორმულების (CTRL+SHIFT-ENTER) გამოყენება
 
© 2019 ყველა უფლება დაცულია