EXCEL UPPER INTERMEDIATE
ტრენინგი მოიცავს Excel-ის მთავარი ფუნქციებისა და ფორმულების შესწავლას სრული სახით და მათ გამოყენებას კომპლექსური ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან Excel-ის პარამეტრების საკუთარი მოთხოვნების მიხედვით რედაქტირებას. სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელმა შეძლოს ფინანსური და მენეჯერული პრობლემების გადაჭრისას, რთული და არასრული მონაცემების დამუშავების დროს, Excel-ის ფუნქციებისა და ფორმულების ოპტიმალური გამოყენება, რაც მოიცავს: ბაზების შექმნას, ბაზების დამუშავებას, ფორმატირებას, პირობით ფორმატირებას, ბაზების ერთმანეთთან დაკავშირებასა და უჯრებს შორის კავშირების შექმნა/რედაქტირებას.
მიზნობრივი ჯგუფი:
- პირი, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა და სურს ცოდნის გაღრმავება
- შეხება აქვს MS Excel-თან და სურს პროცესის გამარტივება და დახარჯული დროის შემცირება
ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
- Excel-ის პარამეტრების სურვილისამებრ რედაქტირებას
- იმ ტიპური, კომპლექსური პრობლემების დახასიათებას, რომელთა გადაწყვეტა შეუძლია Excel-ს
- ძირითადი მათემატიკური, სტატისტიკური, ლოგიკური, ტექსტური, თარიღისა და დროის, ძებნა/დაკავშირების და სივრცითი ფორმულების გამოყენებას
- მონაცემთა ბაზების შექმნას, რედაქტირებას, მოწესრიგებასა და მათზე სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებას
- რაოდენობრივი ინფორმაციის დამუშავებას და დიაგრამების, გრაფიკების, საშუალებით შედეგების ინტერპრეტირებას პროგრამა Excel–ის საშუალებით
- Excel-ის საშუალებით აგებულ გადაწყვეტილებათა ხის საფუძველზე ალტერნატივების კრიტიკული ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებას
- არასტანდარტული დავალებების დროს სივრცითი ფორმულების (CTRL+SHIFT-ENTER) გამოყენება