სასერტიფიკაციო პროგრამა

სასერტიფიკაციო კურსის მიზანი:

  • სპეციალური წესების, ხერხებისა და იმ მეთოდების სწავლება, რომლებიც გამოიყენება აუდიტორულ საქმიანობაში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად
  • აუდიტის საკანონმდებლო ბაზის, ასს-ის შინაარსის, მოქმედების სფეროებისა და სტრუქტურის გაცნობა
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში ორიენტაციის უნარის ჩამოყალიბება
  • აუდიტორებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება

სასერტიფიკაციო კურსის თემატიკა:

  • ფინანსური აუდიტი
  • შესაბამისობის აუდიტი
  • ეფექტიანობის აუდიტი
  • საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მიზნობრივი ჯგუფები:

  • ყველა დაინტერესებული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი და სურს აუდიტის განხორციელების უფლების მოპოვება საჯარო სექტორში
  • სტუდენტები (მაგისტრანტები, დოქტორანტები), რომლებიც გეგმავენ კარიერის განვითარებას აუდიტის მიმართულებით
  • პირები, რომელთაც სურთ აუდიტის მეთოდოლოგიის შესწავლა და პროფესიონალი აუდიტორისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა
  • მოქმედი აუდიტორები, რომელთაც სურთ საჯარო სექტორში აუდიტის განხორციელების უფლების მოპოვება

სასწავლო კურსის სტრუქტურა და ღირებულება:
სასწავლო კურსი შედგება ორი კომპონენტისგან:

სწავლება − 1500 ლარი;
სასერტიფიკაციო გამოცდა − 300 ლარი.
შეფასების მეთოდები:
გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც გაიარეს სასწავლო კურსი, ოთხი შუალედური გამოცდიდან თითოეულში დააგროვეს ქულათა მინიმუმ 30% და ყველა შუალედურ გამოცდაში დაგროვილი ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 50%-ს.

სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა ქულების 65%-ზე მეტის მიღება.

სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5-წლიანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები:

  • სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის გადმოტვირთვა)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • რეზიუმე (CV)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი
  • ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი
  • კურსის საფასურის (1500 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

საბანკო რეკვიზიტები:

  • მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
  • მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
  • ბანკის კოდი: TRESGE22
  • მიმღების ანგარიში: 707727122
  • საბუთების მიღების ვადა:

 

სასერტიფიკაციო გამოცდა

გამოცდა გაიმართება 31ოქტომბერს. გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელია სერტიფიცირების საკვალიფიკაციო კურსის გავლა (ბოლო 2 წლის განმავლობაში). გამოცდაზე გასვლის მსურველებმა 27ოქტომბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ვებ

სასერტიფიკაციო გამოცდა

გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელია სერტიფიცირების საკვალიფიკაციო კურსის გავლა (ბოლო 2 წლის განმავლობაში). გამოცდაზე გასვლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ვებ გვერდზე www.sai.ge. შეგახსენებთ, რომ სასერტიფ
© 2019 ყველა უფლება დაცულია