კორუფცია და კორუფციის რისკების მართვა
ტრენინგკურსის მიზანია მსმენელებს მისცეს საჭირო ცოდნა და უნარები კორუფციული რისკების იდენტიფიცირებისთვის, პრევენციისა და ეფექტიანი მართვისთვის. რეალური სცენარების, შემთხვევის შესწავლისა და სამუშაოს სპეციფიკური შესაბამისობის სტრატეგიების მეშვეობით მონაწილეები ისწავლიან კორუფციისა და კორუფციის რისკის მართვის და შეფასების პრინციპებს.
ტრენინგი შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცა, კორუფციის ფუნდამენტური კონცეფციები, უკანონო გამდიდრების სქემები, კორუფციის რისკები და ანტიკორუფციული ღონისძიებები.
ტრენინგი შექმნილია უახლესი სამეცნიერო კვლევების, გაეროს (UN), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ასევე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ჩარჩოების და აუდიტის მიგნებების საფუძველზე.
ტრენინგის ინტერაქტიული ფორმატი და პრაქტიკული სავარჯიშოები მონაწილეებს უზრუნველყოფს ცოდნით, რომელიც საშუალებას მისცემთ სრულფასოვნად წარმართონ კორუფციის რისკის შეფასების პროცესები საკუთარ ორგანიზაციებში, გამოავლინონ არაეთიკური ქმედებები და გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობაში.
ტრენინგი ეფუძნება კოლექტიური მოქმედების საერთაშორისო პრინციპებს − საჯარო სექტორის ინსტიტუტებში კეთილსინდისიერების და კულტურის შესაქმნელად პროაქტიული მიდგომის დანერგვას და კორუფციის რისკების შერბილებას.
სასწავლო კურსი განკუთვნილია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებული პროფესიონალებისთვის:
• ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის;
• საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის;
• შესაბამისობის ოფიცრებისთვის;
• აუდიტორებისთვის და ფინანსური სპეციალისტებისთვის;
• პოლიტიკის შემქმნელებისთვის;
• ანტიკორუფციული სპეციალისტებისთვის;
• რისკების მართვასა და შიდა კონტროლში ჩართული პროფესიონალებისთვის.
ტრენინგი მიზანშეწონილია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის (საბანკო სფერო და ფინანსები, წარმოება, მომსახურება, ვაჭრობა, ინვესტიციები, სამეურნეო საქმიანობა, მარეგულირებელი სფერო).
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
• კორუფციის ფართო გაგებას: მისი სახეების და განსხვავებული ბუნების დადგენას:
კორუფციის სხვადასხვა ფორმის კლასიფიკაციას, მათ შორის, მექრთამეობის, მითვისების, თაღლითობის და გამოძალვის; კორუფციის გავლენის შეფასებას საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და ორგანიზაციებზე; კორუფციის სხვადასხვა კონტექსტში გამოვლენას.
• საერთაშორისო და ეროვნული ანტიკორუფციული კანონების და რეგულაციების გამოყენებას:
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების როლის შეფასებას, როგორებიცაა, გაერო (UN), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
• კორუფციის რისკის შეფასებას:
ორგანიზაციის შიგნით კორუფციული რისკების იდენტიფიცირებას და შეფასებას. რისკების პრიორიტეტიზაციას, რისკების რეესტრების შექმნას და სცენარების ანალიზს.
• ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებას:
შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სისტემების დანერგვას, კორუფციის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით; თანამშრომლებისა და დაინტერესებული მხარეების როლების იდენტიფიცირებას ანტიკორუფციულ ინიციატივებში.
• ანტიკორუფციული ღონისძიებების მუდმივი მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების ჩამოყალიბებას:
საეჭვო კორუფციულ ინციდენტებზე მოხსენების პროტოკოლების შემუშავებას;
ორგანიზაციის შიგნით უწყვეტი გაუმჯობესების კულტურის განვითარებას; კორუფციული რისკების და მარეგულირებელ ცვლილებების მუდმივ კონტროლს.
ტრენინგის ღირებულება: 690 ლარი