კორუფცია და კორუფციის რისკების მართვა

ტრენინგკურსის მიზანია მსმენელებს მისცეს საჭირო ცოდნა და უნარები კორუფციული რისკების იდენტიფიცირებისთვის, პრევენციისა და ეფექტიანი მართვისთვის. რეალური სცენარების, შემთხვევის შესწავლისა და სამუშაოს სპეციფიკური შესაბამისობის სტრატეგიების მეშვეობით მონაწილეები ისწავლიან კორუფციისა და კორუფციის რისკის მართვის და შეფასების პრინციპებს.

ტრენინგი შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცა, კორუფციის ფუნდამენტური კონცეფციები,  უკანონო გამდიდრების სქემები, კორუფციის რისკები და ანტიკორუფციული ღონისძიებები. 

ტრენინგი შექმნილია უახლესი სამეცნიერო კვლევების,  გაეროს (UN), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ასევე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  მიერ დადგენილი ჩარჩოების და  აუდიტის მიგნებების საფუძველზე.

ტრენინგის  ინტერაქტიული ფორმატი და პრაქტიკული სავარჯიშოები  მონაწილეებს უზრუნველყოფს ცოდნით, რომელიც საშუალებას მისცემთ სრულფასოვნად წარმართონ კორუფციის რისკის შეფასების პროცესები საკუთარ ორგანიზაციებში, გამოავლინონ არაეთიკური ქმედებები და გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობაში. 

ტრენინგი ეფუძნება კოლექტიური მოქმედების საერთაშორისო პრინციპებს − საჯარო სექტორის ინსტიტუტებში კეთილსინდისიერების და  კულტურის შესაქმნელად  პროაქტიული მიდგომის დანერგვას და  კორუფციის რისკების შერბილებას. 
 

 

© 2019 ყველა უფლება დაცულია