საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები − სსბასს (IPSAS)

საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (სსბასს) − განმარტავს წესებს, პირობებს, აღიარების და შეფასების კრიტერიუმებს, წარდგენის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც უნდა გამოიყენონ საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას.

„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების ინსტრუქციის“ გამოყენება 2020 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის.

ანა ბურდიაშვილი

ანა ბურდიაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს - საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად და ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სექტორში.

მარიამ ჭოლოკავა

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება საჯარო სექტორში.

გიორგი ჭოლოკავა

გიორგი ჭოლოკავა საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს - ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სექტორში და ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში.

ლიანა ნადიბაიძე

ლიანა ნადიბაიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები.

ბესიკ ქოჩიაშვილი

ბესიკ ქოჩიაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს - საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები - IPSAS.
© 2019 ყველა უფლება დაცულია